საჩხერიდან ქუთაისისკენ დაახლოებით 3 ათას კაციანი კოლონა დაიძრა /vid

პოლიტიკა
საჩხერიდან ქუთაისისკენ დაახლოებით 3 ათას კაციანი კოლონა დაიძრა /vid

"ქართული ოცნების" საჩხერელი აქტივისტების კოლონა ქუთაისისკენ უკვე დაიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კოლონას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძე, ასევე კოლაციის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია და "ქართული ხმების" წევრები მიუძღვებიან.

როგორც "ქართული ოცნების" საჩხერის შტაბის უფროსმა გურამ შუკაკიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ნავარაუდევი იყო, რომ კოლონაში 600-მდე ავტომობილი იქნებოდა, თუმცა, ბოლო წუთებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საჩხერიდან ქუთაისისკენ კოლონა ორი ადგილიდან გავიდა - "ქართული ოცნების" შტაბიდან და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან. მისივე ინფორმაციით, ქუთაისში საჩხერიდან 3 ათასამდე ადამიანი ჩავა. ამასთან, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, ბევრმა საჩხერელმა უსახსრობის გამო ქუთაისში წასვლა ვერ მოახერხა.

"ქართულმა ოცნებამ" დააფინანსა მიზერული თანხებით მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრების მგზავრობა ქუთაისში. კოლონის დანარჩენი ნაწილი კი, გადაადგილების ხარჯებს თავად უზრუნველყოფს. უამრავი ადამიანი რჩება საჩხერეში იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საშუალება, გაიღონ მგზავრობის ხარჯები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 


"ინტერპრესნიუსი"

ნახვები: 27410-06-2012, 07:01
პატივცემულო მომხმარებელო, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით