ივანიშვილის აზრით, კლინტონმა სააკაშვილს ღიად უთხრა, რომ მან ხელისუფლება უნდა გადააბაროს /vid

პოლიტიკა
ივანიშვილის აზრით, კლინტონმა სააკაშვილს ღიად უთხრა, რომ მან ხელისუფლება უნდა გადააბაროს /vid

ვანო მერაბიშვილის "სეთურის" სამსახური ავრცელებს ჭორებს, თითქოს ჰილარი კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვინც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა კარგად გაანალიზა, ნათლად დაასკვნიდა - კლინტონმა სააკაშვილს ღიად უთხრა, რომ მან ხელისუფლება უნდა გადააბაროს.

ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა: "ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებენ... მე ვიტან ამას ყველაფერს და რაღაც პატარა შეურაცხყოფები თითოეულმაც აიტანეთ. გასაგებია, რომ რაღაცას უნდა გავუძლოთ და გადავიტანოთ და მოვიშოროთ ეს მოძალადე,"- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

ნახვები: 31510-06-2012, 06:45
პატივცემულო მომხმარებელო, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით