"ქართული ოცნების" აქტივისტს "აგენტი-პროვოკატორი" მიუგზავნეს - თეა წულუკიანი /vid

პოლიტიკა

პროკურატურა კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტების პროვოცირებას ცდილობს.

„ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ პროვოკაციულ ქმედებებში ამხელს. ქუთაისში, კოალიციის ოფისში, საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ლიდერებმა პროკურატურის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ყურუას დაკითხვის დეტალებზე ისაუბრეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნინო ყურუას ე.წ. აგენტ
-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელიც ახალგაზრდას პროვოცირებას ცდილობდა. მოგვიანებით აგენტის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერი კი ნინო ყურუას დაკითხვისას გამოიყენეს. „ნინო ყურუას სახით საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდა თაობას დაუპირისპირდა“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა.


ნახვები: 4099-06-2012, 07:09
პატივცემულო მომხმარებელო, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით