"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა თბილისში ხეების ჭრა გააპროტესტეს /vid
კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში ხეების ჭრა გააპროტესტეს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა თათია შეთაკურმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქცია-ბრიფინგზე თბილისის მერისადმი, გიგი უგულავასადმი მიმართვა წაიკითხა. ახალგაზრდული ორგანიზაციები მიმართავენ თბილისის მერს, ახსნას, რატომ იჭრება დედაქალაქში მრავალწლიანი ხეები. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ხეები მოიჭრა კიკვიძის ბაღში, სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ზაარბრუკენის მოედანზე, წერეთლის გამზირზე, უზნაძის ქუჩაზე, პეკინის გამზირზე, პუშკინის გამზირზე, იპოდრომის ტერიტორიაზე და სხვა მრავალ ადგილას.
ასევე, მიმართვის ავტორებს აინტერესებთ მერის პოზიცია დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილი მშენებლობის გამო ხეების შესაძლო გაჩეხვისა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენებულ ფიჭვნარში ხეების განგებ დაზიანების საკითხზე.
5-06-2012, 09:32
